10 ათასობით მოკლული, მილიონობით დევნილი და 800 ათასი იძულებით დეპორტირებული | პუტინის ომის 50-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

გენოციდის დამადასტურებელი უმძიმესი ფაქტები და შემზარავი ისტორიები, რომელიც კრემლის დიქტატორის სახელს უკავშირდება. საოკუპაციო ჯარების მიერ, ჩადენილის ომის დანაშაულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

10 ათასობით მოკლული, მილიონობით დევნილი და 800 ათასი იძულებით დეპორტირებული უკრაინელი. ამ სურათს ამძიმებს, ბავშვების გატაცებისა და გადასახლების ასობით ფაქტი. მოზარდებს უკანონოდ აშვილებენ რუსეთის ფედერაციაში.

ქვეყნის სახალხო დამცველმა, დღეს არაერთ შემზარავ ტრაგედიაზე ისაუბრა, თუ როგორ აუპატიურებენ ქალებს და ბავშვებს რუსი სამხედროები და დაუნდობლად კლავენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი