მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების პარალელურად, პუტინის ომის დანაშულზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. ეუთო იყენებს უმძიმეს ტერმინების უკრაინაში მომხდარი სისასტიკეების აღწერისას.
ჰააგის სისხლის სამსართლის სასამართლოს პროკურორი კი ადგილზე გამოძიებას აგრძელებს კონკრეტული დამნაშვეების დადგენის მიზნით. სასამართლოს სპეციალისტები კონკრეტულად არ ახსენებენ გენოციდს, რადგან დამატებით მტკიცებულებებს ეძებენ, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ამ დროისთვის შეგროვებული ფაქტები სრულმასშტაბიანი გამოძიების შემდეგ მიუთითებს გენოციდზე, რომელიც უკრაინაში მოხდა.