"ხალხის სისხლით ფულს შოულობენ" | ზელენსკი ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობენ

გამოქვეყნდა:

"ხალხის სისხლით ფულს შოულობენ" - ასე ახასიათებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობენ. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა და გერმანია და უნგრეთი გამოყო და ემბარგოს დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა. 

"ჩვენს ზოგიერთ მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს ბიზნესისა და ფულის კი არა, გადარჩენის საკითხია" - ამბობს ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი