უკრაინაში საფრანგეთის საელჩო ლვოვიდან კიევში "ძალიან მალე" დაბრუნდება, - ამის შესახებ ქვეყნის
საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს.
„ეს გადანაწილება ძალიან მალე განხორციელდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაოს უკრაინის მხარდაჭერა ყველა სფეროში, რათა 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაუპირისპირდე.“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის საელჩო დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში მარტის დასაწყისში გადაიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას გადაწყვეტილება ხუთშაბათს სატელეფონო საუბრისას გააცნო.
ამავე თემაზე: