უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ხერსონის რეგიონში რუსეთმა და უკრაინამ ტყვე ჯარისკაცები გაცვალეს.

ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ 4 რუსი პატიმარი გაიცვალა 5 უკრაინელ სამხედროზე სოფელ პოსად-პოკროვსკეში.

14 აპრილს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ტყვეთა მეოთხე გაცვლის შემდეგ დაიბრუნეს 5 ოფიცერი და 17 სამხედრო მოსამსახურე, ასევე გაათავისუფლეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

ვინ გადასცა უკრაინამ რუსეთს ეს ვიცე-პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი