ვისაუბრეთ სანქციების პოლიტიკაზე და ვიწვეთ საქართველოს, რომ მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს - განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ქართველი დეპუტატების დელეგაცია კიევში დღეს ჩავიდა. პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაზე, სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ასევე: