ენმ-ს წევრებმა და გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ქართველი მებრძოლები მოინახულეს და მიხეილ სააკაშვილის გზავნილები გადასცეს

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები მოინახულეს. ენმ-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, გზავნილები გადასცა და მათ მიხეილ სააკაშვილის სახელით მადლობა გადაუხადა.

"მე მაქვს კონკრეტული გზავნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან, რომელიც პუტინის პირადი ტყვე გახლავთ საქართველოში. ამ ბიჭების მოკითხვა, სოლიდარობა, გამარჯვების სურვილის გადაცემა და უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის დიდი მადლობის გადახდა, იმ წვლილისთვის, რასაც ამ ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბიჭები აკეთებენ",-თქვა ეკა ხერხეულიძემ.

უკრაინაში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატებმა ოკუპანტების მიერ განადგურებული ირპენი და ბუჩა მოინახულეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი