პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ დაეხმარება რუსეთს - სტეფანჩუკი

გამოქვეყნდა:

ქართველი დეპუტატები ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით რუსული ფაშიზმის შედეგები. მათთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის რადას თავმჯდომარე:

"საქართველო არანაირად არ დაეხმარება რუსეთს. ასეთი დასკვნა გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც ბუჩა და ირპენი საკუთარი თვალით ნახა. კიევის რეგიონის ქალაქების მსხვერპლთა საზარელმა ისტორიამ გულგრილი არავინ დატოვა. აი, თითქოს სარკეში ჩანს რუსული ჯარის ნამდვილი სახე." დაწერა რუსლან სტეფანჩუკმა ფეისბუქზე.

ქართველი დეპუტატების დელეგაციამ კიევში შეხვედრები დღეს გამართა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ისინი გუშინ გაემგზავრნენ.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი