საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება.

ამის შესახებ პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის დროს ისაუბრა.

​"ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ემოციები ყოველთვის ჭარბობს, ჩვენთვის სრულიად ნათელია სად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. ამიტომ თავად შეკითხვებიც კი რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ გაჩნდა, ჩვენთვის არასასიამოვნო იყო. იყო მოსაზრებები, რომ საქართველო რუსეთისთვის გახდება სანქციების გვერდის ავლის საშუალება. რაც ასე არ არის, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება არასოდეს იქნება",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა. დეპუტატებმა მოინახულეს განადგურებული ბუჩა და ირპენი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი