
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისას თქვა, რომ იქ ომის დანაშაულებია ჩადენილი. ქართველმა დეპუტატებმა ბუჩა და ირპენი მოინახულეს:
"საქართველო იყო ერთ-ერთი თანაავტორი საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის და რაც ჩვენ აქ ვიხილეთ, რა თქმა უნდა ცდება, ომის ყველა კანონის ჩარჩოს და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ომის დანაშაულებია ჩადენილი",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაცია პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს ჩავიდა.
ამავე თემაზე: