
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, რუსეთის ულტიმატუმის მიუხედავად, მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაქში ჯერ კიდევ იბრძვიან უკრაინის სამხედრო ძალები.
"ქალაქი [მარიუპოლი] ჯერ კიდევ არ დაცემულა. იქ კიდევ არიან ჩვენი სამხედრო ძალები, ჩვენი ჯარისკაცები, ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ისინი კვლავ მარიუპოლში არიან",-თქვა მან.
შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ, 900-ზე მეტი უკრაინული ქალაქი და სოფელი რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს: "არც ერთი დიდი ქალაქი არ დაცემულა. მხოლოდ ხერსონისა რუსული ძალების კონტროლის ქვეშ, თუმცა ყველა სხვა ქალაქი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება".
ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ულტიმატუმი წაუყენა. აგრესორები უკრაინელ სამხედროებს დანებებისთვის ვადას მოსკოვის დროით 13:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი "სრული განადგურებით" იმუქრებიან.