"უკრაინის მხრიდან სანქციებზე არავითარი კატეგორიული მოთხოვნა არ ყოფილა" | თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან საქართველო "ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციის ნაწილია".

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დაეხმარება.

"არავითარი კატეგორიული მოთხოვნები თუ პირობების წაყენება სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის მხრიდან არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ძირითადი საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახლავთ საქართველოც.

რაც შეეხება ორმხრივ დამატებით შეზღუდვებს თუ სანქციებს, ამაზე ჩვენი არგუმენტები გავაცანით, რაც აბსოლუტურად გასაგები იყო რადას სპიკერისთვის და დარწმუნებული ვარ, სხვა კოლეგებისთვისაც, ვინც ესწრებოდა შეხვედრას",- თქვა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რადას თავმჯდომარეს რუსლან შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტეფანჩუკმა დაწერა, რომ მათ "აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა" განიხილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი