
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგოც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდეს.
"ვფიქრობ, ის ჩამოვა. ეს, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია და დამოკიდებულია უსაფრთხოების საკითხზე, თუმცა ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის აქ უნდა ჩამოვიდეს, რათა ყველაფერი ნახოს",-თქვა ზელენსკიმ.
გასულ კვირას თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ "ბაიდენი უკრაინაში წასასვლელად მზადაა, მაგრამ ჩვენ არ ვგზავნით".