ზელენსკიმ Нахуй-ზე გაშვებული "მოსკოვის" ჩაძირვის ოპერაციის ავტორი დააწინაურა

გამოქვეყნდა:

კრეისერ "მოსკოვის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ავტორი, საზღვაო ძალების მეთაური ოლექსეი ნეიჟპაპა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააწინაურა და მას ვიცე-ადმირალის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი "მოსკოვი" 14 აპრილს ჩაიძირა. მოგვიანებით, პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრეისერ "მოსკოვს" 2 უკრაინული "ნეპტუნი" მოხვდა.

ამის შემდეგ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა რუსეთმაც და დაწერა, რომ დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გადაადგილების დროს წავიდა ფსკერისკენ. ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, გემის დაზიანება ხანძარმა გამოიწვია, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, რომ რუსული ფლოტის ფლაგმანზე იერიში სწორედ უკრაინულმა ჯარმა მიიტანა. 

შეგახსენებთ, კრეისერი „მოსკოვი“ სწორედ ის რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ, სანაცვლოდ კი უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოკუპანტები ცნობილი მიმართულებით, Нахуй-ზე გაუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი