
უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის შევსება დაასრულა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა ავრცელებს.
მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ 8 აპრილს ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის მიცემული პირობა შეასრულა იმის თაობაზე, რომ რომ უკრაინა კითხვას 1 კვირაში შეავსებდა.
"ველოდებით, რომ ევროკომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რეკომენდაცია იქნება დადებითი, შემდეგ კი ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზე გადავა", - განაცხადა მან და განმარტა, რომ უკრაინა ელოდება, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ევროპული საბჭოს სხდომაზე, ივნისში მიიღებს.