"ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პუტინთან არ მისაუბრია... მომავალში არ გამოვრიცხავ" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის გაგრძელებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მას პუტინთან, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არ უსაუბრია.

"მას შემდეგ რაც შევიტყეთ ხოცვა-ჟლეტაზე ბუჩასა და სხვა ქალაქებში, ომმა სხვა მიმართულება მიიღო, ამიტომ, ამის შემდეგ პირდაპირ არ მისაუბრია, თუმცა ამას მომავალში არ გამოვრიცხავ", - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის კიევში იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ მისი ვიზიტი "სასარგებლო იქნება".

"მე დავბრუნდები კიევში, მაგრამ იქ წავალ, რომ რამე სასარგებლო ჩავიტანო... ცხადია, რომ მხარდაჭერის გამოსახატად მე იქ ჩასვლა არ მჭირდება. თუ წავალ კიევში ეს იქნება იმისთვის, რომ მოვახდინო ცვლილება", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში მიიწვია: "მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი