
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ უკრაინაში მომხდართან სიტყვა "გენოციდის" გამოყენებაზე "ფრთხილად იქნებოდა".
ზელენსკის თქმით, მან მაკრონი უკრაინაში მიიწვია, რათა დარწმუნდეს, რომ ის რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, გენოციდია.
"მე ვფიქრობ, მას [ემანუელ მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოს რუსეთის დიალოგში ჩართვა. მე მას უბრალოდ ვუთხარი, მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე [უკრაინაში] როცა ამის შესაძლებლობა ექნება. ის ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ, ის გაიგებს", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მომხდარს გენოციდი უწოდა. ბაიდენის განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოძმე ხალხებზე".
რაც შეეხება მაკრონის უკრაინაში ვიზიტს, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინაში იმ შემთხვევაში ჩავა, თუ მისი ვიზიტი "სასარგებლო" იქნება.