
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის კიევში იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ მისი ვიზიტი "სასარგებლო იქნება".
"მე დავბრუნდები კიევში, მაგრამ იქ წავალ, რომ რამე სასარგებლო ჩავიტანო... ცხადია, რომ მხარდაჭერის გამოსახატად მე იქ ჩასვლა არ მჭირდება. თუ წავალ კიევში ეს იქნება იმისთვის, რომ მოვახდინო ცვლილება", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში მიიწვია: "მინდა მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი".