
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში, მათ შორის ლვოვზე, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები აჩვენებს, რომ უკრაინის არც ერთი ნაწილი უსაფრთხო არ არის კრემლის თავდასხმებისგან.
"კვირების განმავლობაში უკრაინა რუსეთის მხრიდან ყველაზე ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლია. ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განურჩეველ და უკანონო დაბომბვას",- თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, 18 აპრილს გამთენიისას რუსეთის მხრიდან ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.