"როდესაც დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას, ის ხდება მანიაკი" | ოლენა ზელენსკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას თქმით, ოკუპანტების სამხედრო დანაშაულები შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ რუსეთში მათ ანალოგიურად ექცევიან. ამასთან დაკავშირებით მან ჩეხურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ახლა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების ასეთი არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ეს პირველ რიგში იმის ასახვაა თუ როგორ ექცევა თავად რუსეთის ხელისუფლება თავის ჯარისკაცებსა და ზოგადად ხალხს. ეს არის დაქვემდებარებულების დამცირებისა და ძლიერების დაუსჯელობის ნაზავი. და როდესაც მსგავსი დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას - ის ხდება მანიაკი და სამაგიეროს უხდის მსოფლიოს", - ამობს ოლენა ზელენსკა.

შეგახსნებეთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 7 500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი