ბაიდენი ამბობს, რომ არ იცის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან არ იცის გაემგზავრება თუ არა უკრაინაში.

​"პასუხი არის - არ ვიცი. მე უკრაინაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა ბოლო დროს იქ არ ვყოფილვარ",-უთხრა მან ჟურნალისტებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ "ბაიდენი უკრაინაში წასასვლელად მზადაა, მაგრამ ჩვენ არ ვგზავნით".

CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის ფიქრობს, რომ ბაიდენი უკრაინაში ჩავა. 

"ვფიქრობ, ის ჩამოვა. ეს, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია და დამოკიდებულია უსაფრთხოების საკითხზე, თუმცა ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის აქ უნდა ჩამოვიდეს, რათა ყველაფერი ნახოს",-თქვა ზელენსკიმ 17 აპრილს CNN-თან.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი