"ის არავის სჭირდებოდა არც აქ და არც იქ" - პოდოლიაკი მედვედჩუკის მარიუპოლის მცხოვრებლებსა და მცველებში გაცვლაზე

გამოქვეყნდა:

"ვიქტორ მედვედჩუკი არავის სჭირდებოდა არც აქ და არც იქ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პრორუს ოლიგარქზე, რომელმაც უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა შესთავაზა.

როგორც პოდოლიაკმა Novoye Vremya-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთს მედვედჩუკი მხოლოდ "ანგარიშების მოსაგვარებლად" სჭირდება.

"ფაქტობრივად, ის არის მხოლოდ სტუმარ-მუშაკი, რომელიც უკრაინაში რუსული პოლიტიკური ფულით იყო.  რაღაც ზღაპრები უამბო ყველას, რომ აქ გავლენიანი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპრებია... მედვედჩუკი არავის სჭირდებოდა არც აქ და არც იქ", - ამბობს პოდოლიაკი

შეგახსენებთ, "პუტინის ნათლიმამად" წოდებული მედვედჩუკი, 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.  მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი