ჯანმრთელობის უფლების განხორციელებაზე უარი, კონვენციურად უტოლდება წამებას, აღნიშნულზე გამოძიება უნდა დაიწყოს - ნიკა გვარამიას მიმართვა მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლეს ახალი შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გადაეცეთ რეაგირებისთვის, მესამე პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის უფლებაზე უარის თქმა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკვე თვეებია მედიკოსებს შესვლის უფლება არ ეძლევათ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ჯანმრთელობის უფლებაზე უარი, კონევნციურად წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას უტოლდება და არის ახალი ეპიზოდი, ხოლო ის გამოძიება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამებაზე უკვე მიმდინარეობს, ძველი ეპიზოდია:

"მე ვაყენებ შუამდგომლობას ასევე, 191-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მოსამართლემ აღნიშნული საკითხი გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის. არგუმენტი, რომ ისედაც მიმდინარეობს გამოძიება სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით, არავალიდურია. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ეპიზოდზე, რაც მიმდინარეობს ის არის ძველ ეპიზოდებთან დაკავშირებით. 
ახლი ეპიზოდი არის ჯანმრთელობის უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რაც კონვენციურად უტოლდება წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას. ამიტომ, აღნიშნულზე გამოძიება კომპეტენტურმა ორგანომ კვლავ უნდა დაიწყოს. აქ ფიგურანტები არიან სხვანი, შემსრულებლები თორემ, ფიგურანტი ყოველთვის ერთია და შესაბამისად, მოსამართლის წინაშე ვშუამდგომლობ, როგორც პირველი ნაწილით, ასევე მეორე ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოსაყენებლად. " განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იქამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით ,  "ემპათიას" ექიმებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი