​საზღვაო ქვეითებმა და "აზოვმა", მარიუპოლის პორტიდან 500 მებრძოლი გადაარჩინეს - მედია

გამოქვეყნდა:

36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია მესაზღვრეებისა და პოლიციის აზოვსტალის ქარხანაში ევაკუაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას მედია 36-ე საზღვაო ბრიგადის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიკოლაევის საზღვაო ქვეითები და აზოვის დამცველები ჯავშანტექნიკით გამოვიდნენ საზღვაო პორტის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი. ამ უკანასკნელებს საბრძოლო მასალა ეწურებოდათ.

"მიკოლაევის საზღვაო ქვეითებმა და აზოვის დამცველებმა სამხედრო ბრძოლით გაარღვიეს გზა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ და მათი 500-მდე წარმომადგენელი გადაიყვანეს "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე. სპეცოპერაციისას სერიოზულად დაზიანდა დამპყრობლების ცოცხალი ძალა,- წერს უკრაინული მედია.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი