
უკრაინის ვიცეპრემიერი რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლის ფოლადის ქარხანა "აზოვსტალიდან", რომელსაც თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს.
"ახლა დაახლოებით 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. მათ ყველას სჭირდებათ, რომ აზოვსტალიდან დღესვე გაიყვანონ.
მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა ახლა აზოვსტალისკენ მიმართონ. ახლა ეს არის საკვანძო წერტილი" - ამბობს ის.
BBC წერს, რომ ოთხშაბათს, აზოვის საზღვაო ქვეითთა მეთაურმა გაუგზავნა მათ შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ იქ ჩარჩენილი დაშავებული ჯარისკაცები "ლპებოდნენ მედიკამენტებისა და სხვა მარაგების" გარეშე.
აზოვს სურს მათი ევაკუაცია მესამე ქვეყანაში მოხდეს. უკრაინის მხრიდან მიხაილო პოდოლიაკმა და დავით არახამიამ დაადასტურეს მზაობა ჩავიდნენ მარიუპოლში და რუსეთთან ევაკუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართონ.
შეგახსენებთ, პუტინმა დღეს "აზოვსტალზე" შტურმის ბრძანება გააუქმა, თუმცა მისი ბლოკადის გაძლიერების ბრძანება გასცა.