
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უკრაინის დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების შესახებ განცხადებებისთვის.
„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხი, რომელიც სათავეში უდგას უკრაინის ხალხის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დახმარება დღეს უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე! ის გადაარჩენს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველების სიცოცხლეს. და დაგვაახლოებს უკრაინაში მშვიდობის აღდგენასთან“, - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დღეს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა 500 მილიონი აშშ დოლარის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მთავრობისთვის და 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება.
ამავე თემაზე: