ჯონსონის თქმით, კიევში ბრიტანეთის საელჩო მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს

გამოქვეყნდა:

კიევში დიდი ბრიტანეთის საელჩო მუშაობას მომდევნო კვირაში განაახლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ნიუ-დელიში, პრესკონფერენციაზე განაცხადა

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა და ხალხმა არაჩვეულებრივი სიმტკიცე და წარმატება აჩვენა რუსეთის ძალების წინააღმდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, ნაბიჯი გადადგან.

"დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები პასიურად არ უყურებენ, როცა ვლადიმერ პუტინი აგრძელებს ამ შეტევას", - თქვა ჯონსონმა.

ცნობისთვის, უკრაინა დიპლომატების ძირითადმა ნაწილმა თებერვალში დატოვა. დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნება და მუშაობის გაგრძელება უკრაინის პრეზიდენტმა 8 აპრილს სთხოვა. ამის შემდეგ ევროკავშირმა და არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ დიპლომატები კიევში დააბრუნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი