
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ივნისში, მისი შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილთან გაუქმდა, რადგან არსებულ ვითარებაში ამან "შეიძლება, ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს".
არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მისი ურთიერთობა კირილთან "ძალიან კარგია".
"ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან მეორე შეხვედრის შეჩერება, რომელიც ივნისში გვქონდა დაგეგმილი იერუსალიმში. მაგრამ ჩვენი დიპლომატია აცნობიერებს, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაბნეულობა", - თქვა პაპმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ კითხვაზე ფრანცისკემ უპასუხა, რომ მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ომის შესაჩერებლად.
კითხვას - თუ რატომ არასოდეს უხსენებია მას საჯაროდ რუსეთი ან პუტინი, ფრანცისკემ უპასუხა, რომ პაპი არასოდეს ლაპარაკობს სახელმწიფოს მეთაურზე და მით უმეტეს, ქვეყანაზე, რომელიც აღემატება მის სახელმწიფოს მეთაურს.
რომის პაპმა ასევე თქვა, რომ ვატიკანს შეუძლია, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს.
იხილეთ ასევე: