აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო | ნულანდი

გამოქვეყნდა:

აშშ-მ დაიწყო უკრაინისთვის მრავალი სარაკეტო გამშვების [ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა] მიწოდება და მუშაობს ნატოს წევრ სხვა მოკავშირეებთან, რათა უკრაინას მეტი რეაქტიული სისტემები მიაწოდოს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, ისევე როგორც არტილერია, არის შეერთებული შტატების დახმარების უახლესი პაკეტით გათვალისწინებული და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემების მიწოდება უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი