
კრეისერ "მოსკოვის" ეკიპაჟის წევრებიდან 1 ადამიანი დაიღუპა, 27 კი უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ კრეისერიდან ეკიპაჟის 396 წევრის ევაკუაცია განხორციელდა.
თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დაღუპულისა და დაკარგულების ოჯახებს დაეხმარება.
რუსეთმა კრეისერის ჩაძირვა 14 აპრილს აღიარა, თუმცა შტორმს დაუკავშირა.
ამავე თემაზე: