უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, ის პუტინთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს განიხილავდა.
"რას ვეტყოდი პუტინს ? ვფიქრობ რომ საკითხი რომელსაც პუტინთან განვიხილავდი ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნებოდა. ვკითხავდი როგორ იქნებოდა უკრაინული დონბასისა და ყირიმის მომავალი. დავინტერესდებოდი, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ამაზე მოლაპარაკება. მთავარია რომ ამ საკითხს განვიხილავთ და რუსული მხარე გვპასუხობს. მართალია, არა ისე როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა მთავარია რომ დიალოგი მიმდინარეობს. სენტიმენტების გარეშე გეტყვით, რომ ამ დიალოგს შედეგები ექნება. დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ემოციური შედეგები, თუმცა როგორც იცით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება",- თქვა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: