ეს იქნება უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სტრატეგიული მარცხი - ნედ პრაისი ომზე

გამოქვეყნდა:

”ეს იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული მარცხი” - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი BBC-სთან საუბარში, ომის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. 

კითხვაზე, აწვდიან თუ არა აშშ და მოკავშირეები უკრაინას საკმარის მძიმე იარაღს, პრაისი პასუხობს -  „რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად“.

შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩადიან. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშნდელ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. ვიზიტთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი