თუ შეიარაღებას არ მოგცემენ ყოველ დღე გვექნება ბუჩა - არესტოვიჩი​​

გამოქვეყნდა:

​უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, თუ უკრაინას შესაბამის შეიარაღებას არ მიაწვდიან ქვეყნის სხვა ქალაქებში იგივე განმეორდება, რაც ბუჩაში მოხდა.

არესტოვიჩის თქმით, ამ დროისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი კონსულტაციების ფორმით მიმდინარეობს.

"ფატალურობის შეგრძნება ომის დაწყებიდან 60 დღის თავზე აღარ გვაქვს, თუმცა თუ შეიარაღებას არ მოგცემენ ყოველ დღე გვექნება ბუჩა. ახლა ზაპაროჟიეს მიმართულებით მეორდება ბუჩა, ისვრიან, აუპატიურებენ, ომის დანაშაულები იქ უკვე დაფიქსირებულია.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ კონსულტაციების ფორმით მიმდინარეობს. რუსული არმიის სიმხეცის ზრდის შესაბამისად, მოლაპარაკებებში მონაწილეობის შანსი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მცირდება",- თქვა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების "აისბერგის წვერია". ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება - ნაპოვნია 412 ცხედარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი