ოკუპანტები ტყვე უკრაინელის სიცოცხლის სანაცვლოდ დედას ორშაბათამდე €5000-ს სთხოვენ - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსი სამხედროები დატყვევებული უკრაინელის სიცოცხლის სანაცვლოდ, დედას გამოსასყიდად თანხას სთხოვენ.

პოდოლიაკმა twitter-ზე ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ ვიდეო ოკუპანტებმა ტყვედ აყვანილი ბიჭის დედას გაუგზავნეს.

"ეს ვიდეო უკრაინელი პატიმრის დედას რუსმა ჯარისკაცებმა გაუგზავნეს. ისინი ორშაბათამდე 5 000 ევროს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შვილს შემდეგ ვიდეოში სიკვდილით დასჯიან. რუსი სამხედროები სულ უფრო ემსგავსებიან ISIS-ს. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ",-დაწერა პოდოლიაკმა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი