"მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ევაკუაციაზე რუსეთთან შეთანხმება არ არსებობს" | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

​უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე რუსეთთან შეთანხმება არ არსებობს.

"დღეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოაცხადა დერეფნების არსებობა, აზოვსტალში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ამის დაჯერება შესაძლებელი იქნებოდა, მანამდე რუსეთს ჰუმანიტარულ კორიდორებზე პირობა არაერთხელ რომ არ გაეტეხა. მე ვიცი რასაც ვამბობ, რადგან პრეზიდენტის სახელით მე პირადად ვაწარმოებ მსგავს მოლაპარაკებებს და ვაწყობ ჰუმანიტარულ დერეფნებს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ფაქტობრივად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი. ამიტომ მე საჯაროდ და ოფიციალურად ვაცხადებ: სამწუხაროდ, აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებები არ არსებობს", - თქვა მან. 

ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მზად არიან გახსნან ჰუმანიტარული კოროდირი  "აზოვსტალიდან" და გამოაცხადონ "სიჩუმის რეჟიმი", რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია შეძლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი