ბუჩას პროკურატურამ იმ რუსების ვინაობა დაადგინა, რომლებმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს და მოკლეს

გამოქვეყნდა:

ცნობილია იმ რუსების ვინაობა, რომლებმაც ბუჩაში სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს. ბუჩას პროკურატურის ცნობით, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადამ აწამა და მოკლა.

ამ დროისთვის უკვე ამოცნობილია 298 ცხედარი. ყველა მათგანს წამების კვალი და თავის არეში ნატყვიარი აღენიშნება. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების "აისბერგის წვერია". ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება - ნაპოვნია 412 ცხედარი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი