"მარიუპოლში მტერი არღვევს პუტინის ბრძანებას... ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, ვისთან ვართ ომში" | არესტოვიჩი 

გამოქვეყნდა:

"მარიუპოლში ოკუპანტები პუტინის ბრძანებას არღვევენ" - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ისაუბრა. 

მისი თქმით, ქალაქში მტერი აგრძელებს შეტევას ​აზოვსტალის ქარხანაზე და იყენებს არტილერიას, თვითმფრინავს, ცეცხლს ტანკებიდან და ამ გზით ცდილობს წინსვლას. 

"მტერი არღვევს საკუთარი მთავარსარდლის - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რაც უფრო დელიკატურად რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, ვისთან ვართ ომში",- თქვა არესტოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ვლადიმერ პუტინი შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გამოაცხადა გადაწყვეტილება აზოვსტალზე თავდასხმის გაუქმების შესახებ. მიუხედაად ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში განაცხადეს, რომ მტრებს შეუძლიათ, გამოიყენონ ქიმიური იარაღი აზოვსტალის დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, მარიუპოლში უკვე 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი