"რუსეთი მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს... უკრაინამ და მოლდოვამ ერთ გუნდად უნდა იმუშაონ" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ არაღიარებულ დნესტრისპირეთზე თავდასხმები მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. ის ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინა რეგიონის უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის, მაგრამ მიზნის მისაღწევად გუნდური მუშაობაა საჭირო. 

"რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა დაელოდოს. ცუდი ამბავი: თუ ხვალ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები იქნებიან კიშინოვთან. კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. მაგრამ ჩვენ  უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა", - წერს პოდოლიაკი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი