"პუტინი აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა" | გაერო

გამოქვეყნდა:

პუტინი აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის სამდივნო ავრცელებს. ანტონიო გუტერესი პუტინს მოსკოვში დღეს შეხვდა

უკრაინამ ჰუმანიტრული დერეფნის გარანტია, რათა "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მომხდარიყო, სწორედ გუტერეშს სთხოვა. 

მანამდე, გუტერეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გაეროს გენმდივანი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი