
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის პრესსპიკერიმა, ნედ პრაისმა დაადასტურა, რომ ამერიკელი დიპლომატები დროებით უკრაინის ქალაქ ლვოვში დაბრუნდნენ. პრაისის თქმით, დიპლომატები ლვოვში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, სამომავლოდ რეგულარულ ვიზიტამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, რომ კიევში რაც შეიძლება მალე აღდგეს საელჩოს ფუნქციონირება",-თქვა მან.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უკრაინაში უსაფრთხოების ზომებს, რათა საელჩომ რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს მუშაობა.
ამავე თემაზე: