
"ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ გარკვეულწილად ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა იმედის ეთერში თქვა.
ამ განცხადებით ხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანების მოწოდებებია".
"ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებასა და მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში.
ასე რომ არ გავაკეთებდი მე კომენტარს არესტოვიჩზე და მის გამონათქვამებზე, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანების მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ გარკვეულწილად ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს", - თქვა გიორგი ხელაშვილმა.
იხილეთ ასევე: