რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქი ხერსონი 1 მაისიდან რუბლის გამოყენებაზე გადავა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ უკრაინის ქალაქი ხერსონი, რომელზეც რუსეთი ამტკიცებს, რომ დაიპყრო, 1 მაისიდან რუბლის გამოყენებაზე გადავა. ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა Ria Novosti-თან თქვა, რომ გარდამავალი პერიოდი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც მიმოქცევაში იქნება რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა.

მისივე განცხადებით, ამ პერიოდის შემდეგ რეგიონი სრულად გადავა რუსული ვალუტის გამოყენებაზე.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა დაარბია ხერსონის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციას მართავდა. ოკუპანტებმა ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი