სპეციფიკური რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს მიერ არ დაინიშნონ - PACE-ს დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი, ტიტუს კორლატეანი ამბობს, რომ საქართველოში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დროსთან დაკავშირებით შეთანხმების ვერ მიღწევა პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების დაყოფას აგრძელებს.

მისივე თქმით, სპეციფიკური რეკომენდაციაა, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნა მოხდეს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ მათი კოლეგების.

"მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დროსთან დაკავშირებით კონსენსუსი არ შედგა, ეს არის საკითხი, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების დაყოფას. მართლმსაჯულების რეფორმა იყო პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის და ბევრი იყო მიღწეული რეფორმების მე-4 ტალღის პერიოდში, თუმცა რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი რჩება, რაც გავლენას ახდენს სასამართლოს ნამდვილ მიუკერძოებლობაზე და მივყავართ სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის ბრალდებამდე.

ამ მხრივ გამოვყოფდი იუსტიციის საბჭოს რეფორმის გაგრძელების საჭიროებას, რომლის ფუნქციონირებაც ფართოდ განიხილება დაბრკოლებად, მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისათვის. ჩვენი სპეციფიკური რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეების დანიშვნა მოხდეს არა იუსტიციის საბჭოს მიერ, არამედ მათი კოლეგების მიერ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მოქმედი წესი განიხილება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებული მექანიზმი, რომლითაც ის ახორციელებს მოსამართლეების კონტროლს", - თქვა დეპუტატმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი