მსგავსი გაუგებარი განცხადებები აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს - დარჩიაშვილი არესტოვიჩზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის "გაუგებარი" განცხადებები, ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას.

"ჩვენ, ტრადიციულად, როგორც აქამდე, საქართველოს მთავრობა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას მაქსიმალურად ამ რთულ პერიოდში აღმოვუჩინოთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება. ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენ იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და შესაბამისად, ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ მიზანია, რომ ისეთ რეჟიმში როგორც ჩვენ ვაკეთებდით და ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს", - თქვა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება არამეგობრულია. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველო მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას მიიღებდა და ეს ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი