რომის პაპმა უკრაინის ომს "კაცობრიობის რეგრესია" უწოდა

გამოქვეყნდა:

რომის პაპი მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევკუაციაზე საუბრობს - საკვირაო ქადაგების დროს, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომი კაცობრიობის საშინელ რეგრესად შეაფასა.  

"ფიქრებით მარიუპოლში ვარ, ბარბაროსულად დაბომბილ და განადგურებულ ქალაქში. ვიტანჯები და ვტირი იმის გამო, რომ უკრაინის მოსახლეობა ასე იტანჯება. ყველაზე მეტად კი ბავშვებსა და მოხუცებზე ვფიქრობ. ვუყურებ კაცობრიობის ამ საშინელ რეგრესს და საკუთარ თავს ვეკითხები - ნამდვილად ვეძებთ თუ არა მშვიდობას ადამიანები. არის თუ არა მზადყოფნა, რომ თავიდან ავიცილოთ მუდმივი სამხედრო და სიტყვიერი ესკალაცია",- ამბობს რომის პაპი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი