"აზოვსტალიდან 100-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და ამ დროისთვის ისინი კონტოლირებადი ტერიტორიისკენ მიემართებიან. 

"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. პირველი ჯგუფი - 100-მდე ადამიანი, უკვე კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად ქარხნიდან დანარჩენი მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობენ", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მარიუპოლის ალყამ, რომელიც ორ თვეზე მეტია გრძელდება, საპორტო ქალაქი გადააქცია უდაბნოდ, უცნობია დაღუპულთა რიცხვი. ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში ასობით ადამიანი წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი და გადარჩენას ცდილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი