
ინგლისელი მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეტჩი უკრაინელ ოჯახს საკუთარ სახლში შეიფარებს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Sky News-თან ისაუბრა.
"იმ აურზაურის შემდეგ, რაც გამოიარეს, მინდა მათ სტაბილურობა მივცე" - თქვა მან.
მისივე თქმით, ის, რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ლტოლვილებს სთავაზობს, კარგია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.
მანამდე კი მან, უკრაინას მხარი ჰოლივუდში, საკუთარი ვარსკვლავის გახსნისას დაუჭირა.