რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი, "თავისუფლება რუსეთს" - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 60 დღე იმოქმედებს. ოლქში გამთენიისას 2 აფეთქება მოხდა. გუბერნატორი ამბობს, რომ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევი აცხადებს, რომ რუსეთში ამოქმედდა მოძრაობა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა კრემლი შიდა წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს.

"პუტინს რუსეთი სამარისკენ მიჰყავს. არიან ადამიანები რომლებსაც ეს არ სურთ. ამიტომ რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი თავისუფლება რუსეთს. მათ, ვისაც არ სურს უკრაინაში საომრად წამოსვლა,  გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს ადგილებზე. შესაბამისად, ველოდებით ახალ აფეთქებებს, ე.წ. შემთხვევით დანგრეულ ხიდებსა და ხანძრებს თავდაცვის სამინისტროს შენობებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი