მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება - კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ რუსული პროდუქციის რეექსპორტირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევაა. 

მისი თქმით, უკრაინის დაზვერვა არცერთ ფაქტს არ ეფუძნება.

"ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ, ამასაც აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში, ასეთ დროს, ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არცერთ ფაქტს არ ეფუძნება, არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინის მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც არის ჩამოყალიბებული პირველ რიგში ჩვენ ხალხებს შორის", - თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები სხვა ქვეყნების დახმარებით მინიმუმამდე შეამციროს. უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი