ახალი ჰოლოდომორის მოლოდინში | მსოფლიო გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

მსოფლიო გლობალური სასურსათო კრიზისის მოლოდინშია. უწყვეტი იერიშების პარალელურად, პუტინის განაჩენი ცნობილია - ოკუპანტი ახლა ჰოლოდომორის სცენარით მოქმედებს და უკრაინელებს შიმშილით სიკვდილისთვის წირავს.

რუსმა სამხედროებმა, ბომბები მარცვლეულის საცავს დაუშინეს. განადგურებულია ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლითაც უკრაინა მსოფლიოს ამარაგებდა. საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ტექნიკასა და მარცვლეულს მასობრივად იტაცებენ, უკრაინის პორტებიც ბლოკირებული აქვთ.

პუტინმა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას ძირი გამოუთხარა, რის გამოც მილიარდ შვიდასი ათასი ადამიანი შესაძლოა მალე შიმშილისა და სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი